„საინტერესოა, დადგება თუ არა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დაარღვია თევზაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმცია?..“

“უდანაშაულო პირი გოდერძი თევზაძე გამართლდა, რომლის მიმართ ვისაც არ ეზარებოდა არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმციას…”

უფლებადამცველი და ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშირისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი თევზაძეგოდერძი თევზაძის გამართლებისა და განთავისუფლების გადაწყვეტილებას ეხმაურება:

„ნუთუ არ შერცხვებათ ახლა ზოგიერთ პიროვნებასა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს რომლებიც მართავდნენ აქციებს და საჯაროდ მათ მიერ გამოთქმული განცხადებისათვის , რომლებიც დამნაშვედ მოიხსენიებდნენ უდანაშაულო ადამიანს გოდეძი თევზაძეს, რითაც დაარღვიეს მინიმუმ უდანაშაულობის პრეზუმცია და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები.

საინტერესოა დადგება თუ არა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი თუნდაც მორალური თვალსაზრისით, ვინც დაარღვია გოდერძი თევზაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმცია?”

ცნობისათვის, გოდერძი თევზაძეს გამოძიებს ედავებოდა 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანას, ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს სასამართლომ დაუსწრებლად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა იმ დროისთვის შეუფარდა, როცა თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა, თუმცა შემდეგ ის სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

 შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავარ პროკურორს წერილობით მიმართა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ და საქმის გარემოებების სრულად შესწავლა და უდანაშულო გოდერძი თევზაძის განთავისუფლებას მოითხოვა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%95%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3/