11 ივნისს სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

11 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონგოში დატყვევებული მფრინავის, სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. საავტომობილო კოლონა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდან თბილისის მიმართულებით დილით დაიძვრება.

როგორც ცნობილია, აქცია არ იქნება ერთჯერადი და მანამდე გაგრძელდება, სანამ ოსორაულის გათავისუფლება არ მოხდება.

ქართველი მფრინავი, სოსო ოსორაული ტყვედ 27 იანვარს ჩავარდა და ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ოსორაულის დატყვევების შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის დახსნისკენ მოუწოდა.