“ხელკეტებით დაასისხლიანეს ახალგაზრდა ბიჭები” – დაპირისპირება ახალქალაქში (ვიდეო)

თავდასხმა ახალქალაქში – გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საარჩევნო შტაბის უფროსი აშოტ რაისიანი თავდამსხმელებმა ხელკეტებით სცემეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში არიან გადაყვანილნი.

საქმის ვითარებას პოლიცია სწავლობს.

პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” გამგეობის წევრი, „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი ახალქალაქის საარჩევნო უბანზე თეონა ჭალიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრები სასტიკი ნაცემები არიან.

-ახალქალაქში ფიზიკურად გაუსწორდნენ ოცნების აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს.ხელკეტებით დაასისხლიანეს ახალგაზრდა ბიჭები ოცნების ენზელ მკოიანის ზონდერ ნაძირლებმა.
ძალიან გაბრაზებული ვარ. ეს ბიჭები მთელი დღე ოლქში ჩემ გვერდით იყვნენ!“-აცხადებს თეონა ჭალიძე და ადგილიდან ვიდეოებსაც ავრცელებს.

https://www.facebook.com/teona.chalidze/videos/2012162362138487/

https://www.facebook.com/teona.chalidze/videos/2012649548756435/

აქვე შეგახსენებთ, რომ არჩევნების დღეს ფიზიკური შეურაცხყოფა თავად ჭალიძესაც მიაყენეს.

თეონა ჭალიძის მტკიცებით, ჰასმიკ მარაგოზიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც მან უბნის შემაჯამებელი ოქმის ნახვა მოითხოვა.

„მე კომისიის წევრი ვარ ამ ოლქის, შესაბამისად, სრული უფლება მქონდა იმისიც, რომ ამავე ოთახში მენახა ეს შემაჯამებელი ოქმი, მაგრამ ამის საშუალება არ მომცა, ხოლო შემდეგ მიმითითა, რომ გავსულიყავი მის ე.წ. კაბინეტში და იქიდან თმების მოქაჩვით გამომათრია ოთახიდან და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული პირველ ჯერზე როდესაც მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფა“ – განაცხადა ჭალიძემ.