“ჩვენ ჩლიქოსნები ვართ, მტაცებლებმა კი დანდობა არ იციან…”

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

-ქვეყანაში,სადაც ყველას აქვს ინდულგენცია,დაწყებული შოუ-ბიზნესმენებითა და დამთავრებული არასამთავრობოებით,ყველა ნარკოდილერს შეუძლია პოლიტიკურ დევნაზე ილაპარაკოს,ხოლო სახელმწიფო მოხელეები და სამართალდამცავები აპრიორი დამნაშავეებად ცხადდებიან,არასოდეს დამყარდება სახელმწიფოებრივი წესრიგი.

ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზაციას,ლგბდ თემატიკას, სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაციას, ისტორიული მეხსიერების წაშლასა და ოჯახის ინსტიტუტის ნგრევას საქართველოში ლობირებენ ძალები,რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული პოლიტიკური ელემენტის გაქრობით სამხრეთ კავკასიაში.

ძნელი არაა ამ არასამთავრობოების,პარტიების,ექსპერტების და ტელევიზიების დაფინანსების წყაროების პოვნა,რომ არსებობდეს პოლიტიკური ნება,მაგრამ როგორც ერთხელ დავწერე,ჩლიქოსნებს რომ ერთმანეთთან შეთანხმება შეეძლოთ,ისინი ყველა მტაცებელს გაანადგურებდნენ,მაგრამ ჩლიქოსნებმა არ იციან შეთანხმება. სამაგიეროდ კი ერთმანეთს აწონებენ თავს მყესების სიმაგრითა და რქების სიდიდით.

სამწუხაროდ, ჩვენ ამ შემთხვევაში ჩლიქოსნები ვართ,მტაცებლებმა კი დანდობა არ იციან.