„მშვიდობით რუსეთო, შენ დაუბანელო, ქვეყანავ მონათა, ქვეყანავ ბატონთა”

„მშვიდობით რუსეთო, შენ დაუბანელო, ქვეყანავ მონათა, ქვეყანავ ბატონთა და თქვენც, მუნდირებო ლურჯო, საზარელო  და ერო მორჩილო, მუნდირი რომ მართავს!…“ – ლერმონტოვის ლექსიდან ეს ციტატა უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გამართულ დღესასწაულზე  წარმოთქვა, სადაც ათიათასობით უკრაინის მოქალაქე ევროკავშირის და საკუთარი ქვეყნის დროშებით გამოვიდა.  პეტრე პოროშენკოს   განცხადებით, საბოლოოდ დასრულდა ყოველგვარი კავშირი „რუსულ სამყაროსა“ და უკრაინას შორის.

„ერთადერთი, რაც ძალიან მაწუხებს არის ის, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ჩვენ, უკრაინელებს ძალიან დიდი საფასური – სისხლიანი ანგარიში გადაგვახდევინა კრემლმა იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენ თვითონ ვმართოთ“ – აღნიშნა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში უკვე 4 მილიონზე მეტმა მოქალაქემ აიღო ბიომეტრიული პასპორტი ევროპაში გასამგზავრებლად და ეს არის მხოლოდ მცირედი იმ ნაწილისა, ვინც სამომავლოდ გადაკვეთავს ევროკავშირის საზღვრებს. “მართალია ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ უკრაინელებს ევროპა არ ჭირდება, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს არ არის”- დასძინა პოროშენკომ.

ევროკავშირთან უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა დღეს,  00:01 წთ-ზე.  ამ დრომდე ქვეყნის საზღვარი ევროკავშირის მიმართულებით უკვე რამდენიმე ასეულმა უკრაინელმა გადაკვეთა.