ენმ მარნეულში არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიგა ბოკერია და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი 36-ე საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

მათი თქმით, ხელში ჩაუვარდათ ვიდეო, სადაც ცესკო-ს აკრედიტაციის მქონე პირი ყვება, როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი საარჩევნო ყუთში.

”ეს არჩევნები უნდა გაუქმდეს, ვინაიდან არჩევნები მიმდინარეობდა გაყალბების, დაშინებისა და დარღვევების ფონზე. არჩევნებმა არ ასახა ამომრჩევლის ნება და აქედან გამომდინარე 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნები უნდა გაუქმდეს”, – განაცხადა აკმამედ იმამკულიევმა.

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, კი მათ ხელში ჩაუვარდათ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლის ზაზა ბაირამოვის საუბრის ამსახველი ვიდეო, სადაც ის ყვება თუ როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი 36-ე უბანზე.

მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს მასშტაბურ დარღვევებზე, რაც მარნეულში იყო.

ამასთან, როგორც ბოკერია აცხადებს, ამ უბანზე დააშინეს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და სწორედ ამის მეშვეობით მოხდა უბანზე საარჩევნო ბიულეტენების უკანონო ჩაყარა.

კომენტარის დატოვება