ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

სოსო ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე აქციის მონაწილე დააკავეს. აქციაზე შელაპარაკება მოხდა,  აქციის მონაწილემ ნაციონალებს შეაგინა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გოდაძის განცხადებით კი კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავი სავარაუდოდ გარდაცვლილია. ამის შესახებ განცხადება გოდაძემოსორაულის ოჯახის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერჯერობით გარდაცვალების ოფიციალური დასტური არ არსებობს, თუმცა ზვიად გოდაძის თქმით, ქართულ მხარეს გაერო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ეუბნება, რომ სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია. მისივე თქმით, სოსო ოსორაულის კვალი 13 მაისიდან იკარგება.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს კოჰაბიტაციაც და მთავრობას წინა მთავრობის ხელისუფლებისთვის „ხელის დაფარება“ დაძრახეს.