თეოდორა კახიანმა დღეს ქართველებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა

ახალგაზრდა სპორტსმენმა გოგონამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა და ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა!

ამ გამარჯვებით სიხარულის ბევრი მიზეზი გვაქვს – ისტორიული ოქროს მედალი და ის, რომ ევროპას ფარიკაობაში ქართველი ჩემპიონი ჰყავს.

ჩემპიონატი დღეს დაიწყო და 17 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი იღებს.

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 24 სპორტსმენით წარსდგება.

თეოდორა კახიანი კიდევ ბევრჯერ მოუტანს გამარჯვებას საქართველოს და ბევრ ახალგაზრდას შთააგონებს, რომ დაუღალავი შრომა და საქმისადმი სიყვარული ყოველთვის მოიტანს წარმატებას.