„უკრაინის ჰიმნი დონეცკში ისევ აჟღერდება“

უკრაინის პრეზიდენტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

https://www.facebook.com/petroporoshenko/

განაცხადა, რომ „უკრაინის ჰიმნი დონეცკში ისევ აჟღერდება“

-„დონეცკობას, გილოცავთ, ძვირფასო დონბასელებო! გვიყვარხართ და გვახსოვხართ. ვიბრძვით იმისთვის, რომ თქვენ უკრაინას დაუბრუნდეთ, დარწმუნებული ვარ, უკრაინის ჰიმნი ისევ აჟღერდება დონეცკში“-განაცხადა პოროშენკომ.

ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს უკრაინა-ევროკავშირის სამიტი დონეცკში ჩატარდეს.