ხვალ თბილისში ვაცლავ ჰაველის ძეგლი გაიხსნება

22 ივნისს, 15:45 სთზე,  ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში მდებარე განახლებულ სკვერში,  ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, დრამატურგის და დისიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი გაიხსნება.

ძეგლის შესაქმენლად თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიამ გაიმარჯვა.

ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი, დრამატურგი, ესეისტი და დისიდენტი იყო. პრეზიდენტ ჰაველის მმართველობის 13 წლის განმავლობაში ქვეყანამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. მათ შორისაა ნატოს წევრობის მოპოვება და ევროპის კავშირის წევრობაზე დიალოგის დაწყება, რომელიც 2004 წელს ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდა.