არ შეიძლება პოლიტიკა ემოციებს ემყარებოდეს!

ბლოგი

თამთა მეგრელიშვილი

ის, რაც მიზნის მისაღწევად გვჭირდება, პოლიტიკური კულტურაა!

რაში ვლინდება პოლიტიკური კულტურა?

პოლიტიკური კულტურა პოლიტიკური ძალების განლაგებაში,მათ ურთიერთდამოკიდებულებაში,აქტორთა კულტურულ-ინტელექტუალურ პოტენციალში და ღირებულებებში ვლინდება.

როგორ შეაფასებდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეს?

თითოეული პოლიტიკური  რეჟიმი მისთვის დამახასიათებელ კულტურულ მოდელს ქმნის და ამ პროცესში ჩამოყალიბებული სტრუქტურულ ღირებულებითი სივრცე  პოლიტიკური გუნდების ინტელექტუალური დონის პროპორციულია.დაბალი პოლიტიკური კულტურა რომელიც დღეს გვაქვს ბევრმა ფაქტორმა განაპირობა მაგალითად რევოლუციით მოსული ხელისუფლება-იყო  კარგი რეფორმატორი, თუმცა ნაკლებად ხდებოდა ქართულ ეროვნული თვითმყოფადობის, ტრადიციების, ისტორიული ღირებულებების, ერის მეხსიერების გაანალიზება და გათვალისწინება.

მათი პოლიტიკური ენა და მოქმედებები აგრესიული იყო თუმცა  პოლიტიკურმა ძალამ,ერთად შეკრულმა გუნდმა “ქარიზმატული”ლიდერით სათავეში მოახერხა და  საქართველოზე  აალაპარაკა მსოფლიო.

დღევანდელი რეალობა დომინანტი პოლიტიკური ძალის პირობებში  ასეთია – ცდილობენ საზოგადოებაში გაბატონბული შიშის მოხსნას,ადამიანებს მიეცათ საკუთარი პოზიციის თავისუფლად დაფიქსირების საშუალება მაგრამ ამ გუნდის მინუსია ნაკლებად კომპეტენტური და პოლიტიკურად გაწონასწორებული კადრები.

რა აკლია დღეს  ქართულ პოლიტიკას?

მსოფლიო მრავალმხრივი და მრავალფეროვანი პოლიტიკის განხორციელებას მოითხოვს,განსაკუთრებითისეთი პატარა ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა ამიტომ აუცილებელია სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები,ღირებულებითი ორიენტაციები და გათვალისწინებულ იქნეს გეოპოლიტიკური პროცესები,რელიგიურ-კულტურული ფაქტორები და სხვა.

და მაინც რა გვჭირდება დღეს?

ცალსახად გამიჭირდება პასუხის გაცემა, თუმცა შევეცდები.

ალბათ,საჭიროა პოლიტიკური მოდელი რომელიც ემყარება ინსტიტუციურ მდგრადობას და დემოკრატიის სტაბილურობას და ვფიქრობ აუცილებელიც კია რომ პოლიტიკური გუნდებისათვის მთავარი და ამოსავალი იყოს ეროვნულ სახელმწიფოებრივი მიზნები და ინტერესები.

გვჭირდება პოლიტიკური გუნდები, რომლებიც დაკომპლექტდება  ქალებითა და მამაკაცებით, რომლებსაც ექნებათ პოლიტიკურად რაციონალური აზროვნების უნარი.

არ შეიძლება პოლიტიკა ემოციებს ემყარებოდეს!

არ შეიძლება ერთმანეთის ლანძღვითა და წარსულზე აპელირებით დღეს ჩვენს წინაშე არსებული საჭიროებების გადაფარვა გრძელდებოდეს!

არ შეიძლება კიდე ვკამათობდეთ ქალის მონაწილეობა არ მონაწილეობაზე პოლიტიკურ პროცესებში!

სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია არსებობდეს პოლიტიკური საზოგადოება,საზოგადოება ქალებისა და მამაკაცების თანაბარი ინტერესებით,ინიციატივებით,ხედვითა და მიდგომებით.

ანუ უნდა შევქმნათ კულტურული პოლიტიკური საზოგადოება

რას ნიშნავს პოლიტიკური საზოგადოება?

მე ვგულისხმობ ადამიანებს რომლებსაც გააზრებული აქვთ რეალობა და მათი პოლიტიკური მისწრაფებებიარ იმართება ემოციებით არამედ ის  ცოდნისა და თვითშეგნების მაღალი დონის შედეგია.

ჩემი ხედვით ეს არის ალბათ პოლიტიკური ინდივიდუალიზმიც რომელიც მერწმუნეთ აუცილებლად გაზრდის პირის პასუხისმგებლობას საკუთარი ქმედებებისა და ზოგადად სახელმწიფოს წინაშე.

სწორი პოლიტიკური აზროვნებანიშნავს კულტურული დონის ამაღლებას.პოლიტიკის თანაბარ ხელმისაწვდომობას ქალებისა და მამაკაცებისათვის რაც უპირობოდ გამოიწვევს პოლიტიკური დიალოგისადა დისკუსიის კულტურის ჩამოყალიბებას (ქალთა მონაწილეობით დისკუსიის ფორმატშიც კი მაღალი მორალური განზომილებები მუშაობს),უმრავლესობის აზრისადმი პატივისცემასა და ოპოზიციური აზროვნების კულტურიზაციას.

ქალების მონაწილება პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვნად შეამცირებს  გუნდებს შორის  არსებულ აგრესიულობასა და უპატივცემულობას ამით შემცირდებაცვალებადი ღირებულებითიკონცეპციები და მართვის სტილი მეტად მდგრად სახეს მიიღებს.

მთავარ მიზანს მივუახლოვდებით …

სახელმწიფოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისა და გუნდის შემთხვევაში სჭირდება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთიანი პოლიტიკურ-კულტურული ღირებულებათა სისტემის შექმნა რომელიც პოლიტიკურ არენაზე პირთა ცვლაზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული და  ნებისმიერი გამოწვევის შემთხვევაში შეინარჩუნებს ინსტიტუციურ მდგრადობას.