ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო-წარმატებები აბიტურიენტებო!

ერთეული გამოცდების პირველ ნაკადში აბიტურიენტებია 97 % გამოცხადდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, საგამოცდო პროცესს 5 აბიტურიენტი გამოეთიშა, ამის მიზეზი დაგვიანება გახდა. 2 აბიტურიენტმა დაიგვიანა თელავში, ორმა თბილისში და ერთმა ბათუმი.

მიმინოშვილის განცხადებით, ტექნიკური ხარვეზი არსად არ დაფიქსირებულა.

მეორე ნაკადის გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში რეგისტრაცია 2 საათზე დაიწყება, გამოცდა კი 3 საათზე. პირველი ნაკადის აბიტურიენტები ამბობენ, რომ გამოცდა საშუალო სირთულის არის.

​ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება.