ჯეჯელავა: უფასო ფაკულტეტებზე მოსახვედრი ზღვარი უფრო მაღალი იქნება

ბელა აბულაძე

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ უფასო ფაკულტეტები, ზოგჯერ არც ისე კარგი აკადემიური მოსწრების მქონე აბიტურიენტების მისადგომი გახდა. მისი თქმით, უფასო ფაკულტეტებს წელს მხოლოდ ერთი დაემატა, რომელიც უახლოეს დღეებში, გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

მინისტრის განმარტებით, სამომავლოდ, უფასო ფაკულტეტებზე მოსახვედრად ზღვარი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ფასიანზე, ამასთან ერთად, გაიზრდება წელს არსებული უფასო ფაკულტეტების რიცხვი.