“ენმ” აფხაზეთის რეგიონულ ორგანიზაციას ბესო შენგელია უხელმძღვანელებს

ენმ-მ  აფხაზეთის რეგიონულ ორგანიზაცია დააფუძნ, რომლის ხელმძღვანელად ბესო შენგელია აირჩიეს, რადგან კარგად ესმის დევნილების პრობლემები და აფხაზებთან საუბარს რუსების გარეშე შეძლებს.

ორგანიზაციის მთავარი მესიჯია განახლებულინაციონალური მოძრაობა“ 20 იანვრის მერე. ზუსტად ეს არისნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჩამოყალიბდა, გატარდა რეფორმები, რომელმაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ შევქმნათ ძალიან ძლიერი, ათეულობით ათასი ადამიანით გაერთიანებული აფხაზეთის, რეგიონალური ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს დევნილთა პრობლემატიკაზე. პარტიაში ძალიან ბევრი დევნილია გაერთიანებული სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილნი. ცალსახად ვაცხადებთ, რომერთიანი ნაციონალური მოძრაობისაფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია იქნება ერთერთი მთავარი ძალა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად საქართველოში. ჩვენ ვიზრუნებთ, დავიცავთ დევნილთა უფლებებს და ვაცხადებთ, რომ დამოუკიდებლობა აფხაზეთის გარეშე კოჭლია და ვიბრძოლებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობისთვის“, – განაცხადა ბესო შენგელიამ.

კონფერენციის მონაწილეებს უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.