ექიმებთან შეხვედრა ფარმაცევტულ-სამეცნიერო კომპანია კამელინში

მაია ცომაიამ
პრესსამსახურის უფროსი, კომპანია კამელინი
პრეპარატი “კამელინი” ყოველთვის იწვევდა ინტერესს მეცნიერთა და პრაქტიკოს ექიმთა შორის. მათი ინტერესის დაკმაყოფილებას კი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები და კვლევებში ჩართული ექიმები თემატურ კონფერენციებზე კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევების შედეგების პრეზენტაციებით ახდენენ.
15 ივნისს, კომპანია კამელინმა უმასპინძლა სხვადასხვა პროფილის ექიმებს, რომლებმაც მოისმინეს ინფორმაცია “კამელინის” ფარმაკოლოგიასა და გამოყენების ჩვენებებზე.
კომპანიის დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა მერაბ ფრუიძემ მოწვეულ სტუმრებს გააცნო პრეპარატ კამელინზე განხორციელებული ექსპერიმენტულ-კლინიკური კვლევების შედეგები, რომლებიც ჩატარდა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინტიტუტის იმუნორეაბილიტაციის განყოფილების გამგემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბორის კორსანტიამ ყურადღება გაამახვილა კამელინის ეფექტურობაზე ადამიანის იმუნური სისტემის მოდულაციის თვალსაზრისით სხვადასხვა პათოლოგიების დროს.
სტუმრების დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოაკიმესა და წმ.ანას სახ. სამედიცინო ცენტრის ორსულთა პათოლოგიის განყოფილების გამგის, გინეკოლოგ დავით ლანდიას ორმა მოხსენებამ -ორსულთა და მელოგინეთა ჰემოროიდული კრიზების მკურნალობა კამელინის მალამოსა და სანთლების გამოყენებით და კამელინის სანთლების ეფექტურობა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის, ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამაზ მურთაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა კამელინის ანტიოქსიდანტურ თვისებებზე. ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა,რომ ზრდასრულ ადამიანებში კამელინის 3 კაფსულა სრულიად უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს.
ბ-მა თამაზმა ასევე ისაუბრა კამელინის ახალი ფორმის, თვალის წვეთების ახლახანს ჩატარებულ წინაკლინიკურ კვლევაზე, რომელიც განხორციელდა ი. ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული მედიცინის ცენტრში.რეკომენდაციებში ხაზგასმულია კამელინის წვეთების ეფექტურობა თვალის უვეალური ტრაქტის ნებისმიერი მონაკვეთის ანთებითი დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.
კამელინის გამოყენების ჩვენებებზე, მიღების წესსა და დოზირებაზე ისაუბრა კომპანიის ექიმ -კონსულტანტმა თამარ ცერცვაძემ. მან წარმოადგინა სხვადასხვა კლინიკური შემთხვევები, რამაც ექიმების დიდი ინტერესი გამოიწვია. ქალბატონმა თამარ ცერცვაძემ ასევე წარმოადგინა „კამელინ ფლუს“ (სპრეი) კლინიკური კვლევის შედეგები პირის ღრუსა და ყელის ანთებითი დაავადებების დროს. მანვე ისაუბრა კამელინის ეფექტურობაზე საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვადასხვა დაავადებებების დროს.
ტრადიციულად, მოწვეულ სტუმრებს კომპანია კამელინის ბოლო წლების მნიშვნელოვანი მიღწევები გააცნო კომპანიის კონსულტანტმა საერთაშორისო და სასწავლო-მეთოდურ საკითხებში, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა შოთა მაღლაკელიძემ.
„კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ: 2-98-62-25 (ოფისი);2 599 33 10 89; 599 58 09 07; 599 23 03 33