არ დაგავიწყდეთ, მშობლებო, ბაღებში რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება და ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის – kids.org.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები,  ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 22 ივნისს 12:00 საათზე და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.