ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფი შეიქმნა

ჯგუფის მიზანი წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანზიტო-ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების და უსაფრთხოების სფეროში საპარლამენტო მხარდაჭერის გაძლიერება იქნება. 

 საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

 „იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერია და ჩვენი სავაჭრო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარებისთვის დაწყებული გვაქვს მასშტაბური პროექტები, როგორიცაა აბრეშუმის რკინიგზა, შავის ზღვის ერთ-ერთი დიდი და თანამედროვე პორტის მშენებლობა ანაკლიაში; ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობსადენების ოპერირების ხანრგძლივი და წარმატებული გამოცდილება გვაქვს – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ამ ახალ ფორმატშიც, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი იქნება” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.