უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა რისკზონების მონიტორინგს.

​11:00 საათის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შემოსულა.

​სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები დაუბრუნდა კალაპოტს და ამ ეტაპზე, სტიქიის გამეორების საფრთხე მოხსნილია.

​პრევენციის მიზნით, გუშინ ღამე ორი სოფლის, წყემისა და ზანათის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გარდა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისა მობილიზებულებია დამატებითი ძალები იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან.

​აჭარის ა/რ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ შემოსულა. შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა 2 მეტრს მიაღწიოს.

ნიკოლოზ სირაძე – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1889527151351508/?hc_ref=ARTLeMAPRRcYbxgWNPcvBmBGMuvNpbHyS4Gn90FwalWcISTxFKjOl8UxuhPufEEqbKc&fref=nf