დაგროვებითი პენსია-სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10 – 15 ათას ლარი იქნება

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, საპენსიო სააგენტო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა და პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე. სწორედ ამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე აცხადებს ვაკანსიას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

განცხადება შეგიძლიათ იხილოთ https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/51426?active=1

ვებ-გვერდიდან ვიგებთ, რომ სააგენტო თანამდებობრივი სარგო 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე იქნება.

ამასთან, კანდიდატე მოეთხოვება  სულ მცირე ბაკალავრის ხარიხსი ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს სამართლის მიმართულებით, ასევე, უნდა ჰქონდეს 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება და უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევა მოხდება გამარტივებული კონკურსის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღებული განაცხადების გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო მიიღებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა კი 2018 წლის 14 სექტემბერია.

დეტალები

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/51426?active=1