ქართველები არასდროს შევეგუებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვას!

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი

-2008 წლის აგვისტოს ომი მედვედევ-სარკოზის შეთანხმებით დასრულდა,რომელიც, გარდა საჯარო ნაწილისა,მოიცავდა საიდუმლო პუნქტებსაც.

კერძოდ, საქართველო ხელისუფლება კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო უსაფრთხოება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მთელს პერიმეტრზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შედიოდა შესაძლო შურისძიების აქტების პრევენცია, ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” საზღვრის დემარკაციისათვის ხელის შეწყობა, რისთვისაც მაგალითად, ააფეთქეს ისტორიული :ნიკოლოზის ხიდი” მდინარე ჭანჭახზე, დაცალეს მეტეოროგიური სადგური მამისონზე და ახალგორის რაიონი,სადაც ბრძოლები საერთოდ არ ყოფილა, ასევე დაცალეს კოდორის ხეობა და ა.შ.

არავის ახსენდება,რომ ამ შეთანხმების დადების შემდეგ საქართველოს იარაღის მიწოდებაზე “მოკავშირეებმა” ფაქტიურად ემბარგო დაუწესეს, სწორედ ამ სამარცხვინო ზავის იმპლემენტაციას ვხედავთ დღეს ქართლში,ამიტომაც არიან ჩუმად ამ შეთანხმების მხარეები.

რაც შეეხება საკუთრივ ომს, თავიდანვე ნათელი იყო,რომ ის რუსეთის ინტერესებში შედიოდა,რომელმაც ამის შედეგად მიაღწია სამხედრო კონტროლს სამხრეთ კავკასიაზე.

ბუნებრივია,ამ მიზანს ის ვერ მიაღწევდა სათანადო იდეოლოგიური გამართლების გარეშე,რაც გულისხმობს,რომ რუსეთი აუცილებლად ათავისუფლებს ან შველის ვინმეს-ამ შემთხვევაში ოსებს ქართველების “გენოციდისაგან”.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო,რომ საქართველო ომის დამწყები მხარე ყოფილიყო,ხოლო რუსეთი- ოსების და აფხაზების “დამცველი”.

ეს იდეოლოგური საფანელი კი მათ ხონჩით მიართვა სააკაშვილმა.

ამიტომაცაა გულისამრევი,როცა “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თავს პატრიოტებად წარმოსახავენ და მცოცავი აგრესიის” წინააღმდეგ უმოქმედებაში ადანაშაულებენ ხელისუფლებას.

თითქოს არ ახსოვდეთ,რომ დემარკაცია ადმინისტრაციულ საზღვრებზე სწორედ მათი ხელისუფლების დროს ხდებოდა. ან არ იცოდნენ,რომ ხელისუფლების პირველივე აქტიურობა სტატუს-ქვოს შესაცვლელად უმძიმესი შედეგებით დამთავრდება..

ამათ ოღონდ თავისი ბოღმება აისრულონ და ქვეყანა სულაც რომ მოისპოს,არ ანაღვლებთ.

სხვა საკითხია,რომ პროტესტი უნდა გამოვხატოთ და ყველას დავანახოთ,რომ ქართველები არასოდეს შევეგუებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვას.