“რა იგებს არჩევნებს- ფული, ცნობადობა თუ დაპირებები”?..სამივე იგებს, საბოლოოდ კი ქვეყანა აგებს!..“

R

მარინა ჩაჩუა

პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის  დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი

ვიხსნათ ჩვენი სამშობლო, რომ 21-ე საუკუნის საქართველო არ შევიდეს ისტორიაში როგორც “ხელჩაქნეულთა ეპოქა”!

წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ისმება ხოლმე ასეთი და მსგავსი შეკითხვები:
“რა იგებს არჩევნებს- ფული, ცნობადობა თუ დაპირებები”?!

პასუხები არაერთგვაროვანია ხოლმე “ცნობადი პოლიტიკოსების”, “ცნობადი სახეების” მხრიდან, აბა “სხვა დანარჩენის” აზრი ვის აინტერესებს?

მე ერთ-ერთი “სხვა დანარჩენი”ასე ვპასუხობ – დღესდღეობით სამივე ჩანერგილი სტერეოტიპი იგებს, საბოლოოდ კი ქვეყანა აგებს, არგუმენტები?

რა ვილაპარაკო ასეთი “ძეშოვკა” მიდგომებს პირდაპირ ვუწოდებ ღალატს და კითხვა – რა დაგიშავათ ასეთი სამშობლომ?

გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებისას ერთი ასეთი ამ გაგებით “არაცნობადი სახე”, მაგრამ ავტორიტეტი თავისი ბეგრაუნდით არჩილ გელაშვილი წერდა – “ზოგადად საქართველოში პოლიტიკა ასეა მოწყობილი, რომ საზოგადოება ხელისუფლებაზე დამოკიდებული იყოს, რათა მისი კონტროლი მარტივი გახდეს. ამის შეცვლა რთულია, რადგანაც საზოგადოებას არ სურს ამის შეცვლა, საზოგადოება დამონებულია უკვე და მონის პოზიციიდან უყურებს ყველაფერს, პროტესტის გრძნობაც აღარ გააჩნია.”

ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა – ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს ყველაფერი მიზანდასახულად შექმნეს, მოაწყვეს და ასე “გაიმარტივეს” ხელისუფლებაში მოსვლაც და სავარძლებში მუდმივად ჩასვენებაც.
მაგრამ “სხვა დანარჩენებში” არც ასე ყოფილა საქმე – როცა მათ ვხვდებით, პირველი წუთები კი, უნდობლობა – “კიდევ ახალი პარტია, ყველა გვპირდება, ყველა კარგად ლაპარაკობს”…

მაგრამ როცა საუბარს წარმართავ არა დაპირებებით, არამედ ასე მარტივად

– “რა უნდა გითხრა რაც ჩემზე უკეთ არ იცი, ან არ იცი ჩემზე უკეთ რაა გასაკეთებელი, მაგრამ წლებია გეუბნებიან – შენ არაფერი შეგიძლია, მე დაგეხმარები, ოღონდ ხმა მომეცი.
არადა რომ იცოდე, როგორ სჭირდება ქვეყანას თითოეულის გონება, თითოეულის ჩართულობა, თქვენს გარეშე წინსვლა არ იქნება” და ასე შემდეგ…

ნელ–ნელა ჩალექილი ამოდის, ადამიანი იწყებს დაჯერებას, ხვდება რომ არ ატყუებ და შემოდის კონტაქტში, მერე აძლევ წინასაარჩევნო მიმართვას და თხოვ – წაიკითხე, შეგვისწორე, შენი აზრი და ხედვა დაამატე…
ასე ხდება ადამიანის გადარჩენა, რაც საწინდარია “ხელჩაქნეულობიდან” – აქტიური ქნედებისკენ.

მიზანი – “ერთი ადამიანი” და არა “ადამიანი მასა”, ადამიანმა უნდა დაიჯეროს, რომ ამიტომ გვინდა მოსვლა ხელისუფლებაში, თან სთავაზობ მას, იყავი ამბიციური, იფიქრე ამაზე ჩვენთან ერთად და რატომაც არა?!
“ფული, ცბობადობა, დაპირებები” – მხოლოდ ამით რომ ფიქრობენ მოგებას – შედეგიც შესაბამისია, იგებენ თავისი ჭკუით, განა არ იგებენ, რადგან მოგება მხოლოდ სავარძელში მოხვედრაა “ცნობადებისთვის”, ახალი ტერმინიც მოირგეს -“ნამდვილები”.

არ უწყიან, რომ “გამარჯვება” იმით იზომება რამდენი ადამიანი გამოვა “ხელჩაქნეულობიდან”, რამდენი ნიჭიერი და მართლა საქმის მკეთებელი მოვა ხელისუფლებაში, რომელთა პირველი ფიქრი არის “სამშობლო და ოჯახი”, “ოჯახი და სამშობლო” -ერთი მეორის გარეშე არცა ყოფილა, არცა იქნება!

დავასამაროთ ტყუილი დაპირებების დაჯერება, ყური დავუგდოთ საიდან მოდის “სიტყა მართალი” ზუსტად ისეთი, რაც შენშია ადამიანო და წლებია ვეღარ ამოთქვი.

დრო დადგა – ამოთქვი, გამოთქვი და იღვაწე-სამშობლო გეძახის შენ, მოყვასო, სწორედ შენ!

რაზეც ზემოთ ვწერ, მასთან დაკავშირებით პირველი ეტაპი გადავლახეთ წარმატებულათ, რაც იმაში გამოიხატება, ვისაც შევხვდით და ვხვდებით გვიჯერებენ, მოვიდნენ ჩვენთან და მოდიან.
მოდი შენც მოყვასო, გელოდებით!

ეს “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობაა”

დაპირებები? – არა! – მართალი სიტყვა და საქმის კეთება შენთან ერთად!

ცნობადი სახეები? – ვართ, ჩვენს წრეში, ისევე როგორც “შენ”მეგობარო შენს წრეში, სადაც მართალ სიტყას ამბობენ ან ელოდებიან, “ცნობადი სახე”-ის სტერეოტიპული გაგება ერთად უნდა დავასამაროთ!

ფული? – არ ვფინანსდებით, სპონსორები არა გვყავს, მაგრამ საოცრად კარგი რამეა “გუნდური თანამონაწილეობა”, პატარა, მაგრამ სუფთა ფული!