ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ვართ ლიდერები ზრდის ტემპით

  ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა:

-„როდესაც რეგიონი არის კრიზისში, მარტო ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, მაგრამ ამ კუთხით,  ჩვენ ვართ ლიდერები ზრდის ტემპით. ჩვენი მოსვლის შემდეგ  გაიზარდა სამუშაო ადგილები, ლარმა ჯანსაღად აჩვენა თავისი თავი, აღმოიფხვრა კორუფცია, გაიზარდა ინვესტიციები და შემცირდა ვალების აღება, განვითარდა ტურიზმი, დაცულია კერძო საკუთრება, ადამიანის უფლებები… ვისაც ეკონომიკა ოდნავ მაინც ესმის, დაინახავს, რომ ვართ ლიდერები.

საქართველო მაკროეკონომიკური გარემოთი ბევრ დიდ სახელმწიფოს უსწრებს და აჩენს გარკვეულ ხიბლს ინვესტორებისთვის, თუ ჩვენ ასეთ მთავრობას შევინარჩუნებთ და ასეთი ტემპით წავალთ, 2030 წელს მივაღწევთ დასახულ მიზანს, ეკონომიკის აღორძინებას სჭირდება დრო, თუმცა არ იფიქროთ, რომ 2030 წელს არ იქნება გაჭირვებული, ეს არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება“.

კომენტარის დატოვება