ივანიშვილი: აგრესიას ფილმი კი არა, თვითონ “ნაციონალური მოძრაობა” იწვევს

-„ფილმის სახელი, 9+1 ჩემი მოგონილი იყო, ახალი სათაური ხაინდრავამ მოუგონა.

ფილმის გადაღებას დიდი დრო დასჭირდა და უბრალოდ არჩევნებს დაემთხვა მისი ჩვენება, შეიძლება უკეთესი იყო უფრო ადრეც გასულიყო, რამეთუ ხალხი არჩევანს გააკეთებდა და მოკლე მეხსიერება არ გვექნებოდა. ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა ჭყინტი ერი, ეს ფილმი არ გამოიწვევს ქუჩის აგრესიას, აგრესიას ფილმი კი არა, თვითონ ნაციონალური მოძრაობა იწვევს, ისინი დღესაც აგრესიულები არიან.

სულ რევოლუციას აპირებდნენ და ახლაც აპირებენ რევოლუციით არჩევნების თემის აყირავებას“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას.

კომენტარის დატოვება