ბათუმში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თამარის დასახლებაში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადობრივს განუცხადეს, მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს მსუბუქი ავტომობილი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადასვლისას დაეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.