დღეს მოსკოვში ნავალნის მხარდამჭერები ისევ დააკავეს

დღეს, 9 ივლისს, მოსკოვში სამართალდამცველებმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსანდრე ნავალნის მომხრეები იმ დროს დაკავეს როცა ისინი ლიდერის მხარდასაჭერად აგიტაციას ეწეოდნენ.

ნავალნის საქალაქო შტაბის ხელმძღვანელი ნიკოლაი ლასკინი აცხადებს, რომ მხოლოდ დღეს 32 აქტივისტია დაკავებული, ბოლო პერიოდში კი დაკავებულთა რაოდენობამ 84-ს მიაღწია.