შალვა შავგულიძეს სააპელაციო სასამართლოს იმედი არ აქვს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ცესკოს წინააღმდეგ  „თავისუფალი დემოკრატებისსარჩელს განიხილავდა.  საქმე ეხება ცესკო იმ დადგენილებას, რომლის მიხედვით, პარტიამრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, ფრაქციის შექმნის შემდეგ დაფინანსებას მიიღებს და ცესკო კომისიებში წევრების ყოლის უფლება ექნება. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

შალვა შავგულიძის განცხადებით, ცესკო გადაწყვეტილება არაკანონიერია, რადგანმრეწველებმავერ მოახერხეს 3% ბარიერის გადალახვა. “თავისუფალი დემოკრატებისინტერესებსახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაიცავს.

თავისუფალ დემოკრატებითბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა როგორც პარტიის ერთერთი ლიდერი შალვა შავგულიძე ამბობს, მას იმედი არ აქვს, რომ რაიმე შეიცვლება.

კომენტარის დატოვება