„ქალი რომ ვარ, არ ნიშნავს თავის დაცვა არ შემიძლია, სილა ნამდვილად გავაწანი!“

სოციალურ ქსელში გუშინ დაწყებული დაპირისპირება ენმ-ის წევრს ანი წითლიძესა და „ევროპული საქართველოს“ წევრს, ირაკლი ღურცკაიას შორის, დღეს ანი წითლიძის მხრიდან ღურცკაიასთვის რამდენიმე სილის გაწნით დასრულდა.

-“რაც მოხდა რეალურად არის ეს.
ვაღიარებ რომ სოციალურ ქსელში ჩემი შეურაცხყოფის გამო ევროქოცების წევრს (მანამდე ზუგდიდში ჯგუშიას გუნდის წევრს რომელიც 2014 წელს ოფისებში გვივარდებოდა მკვლელებს გვეძახდა) ირაკლი ღურწკაიას თავისი ყვავილების მაღაზიასთან ქალაქის ცენტრში(რომელიც ენმ-ს ოფისის წინაა ზუგდიდში) ჯერ განმარტება მოვთხოვე შეურაცმხყოფელი კომენტარის გამო სადაც პიროვნულად მეხებოდა და როდესაც იგივე ტონით მიპასუხა გავაწანი სილა. ვადასტურებ რომ სცადა ხელის შემობრუნება და არ გამოუვიდა და მეორედად მიიღო სილა.
მანამდე პიროვნულად ამ ადამიანს არც ვიცნობდი. ქალი რომ ვარ არ ნიშნავს რომ თავის დაცვა არ შემიძლია, დაცდილი ხერხია ქალს პიროვნულად შეეხო და მერე პასუხი არ გაგცეს მორიდების გამო.
ჰოდა, მიიღო კიდევაც. შეუძლია ბ-ნ ღურწკაიას სილის გაწვნის გამო მიჩივლოს სასამართლოში, მზად ვარ პასუხი ვაგო და ყველა პიროვნულ შეურაცხყოფაზე მიიღებს იგივეს. არ გამოგივათ და არ გაგიტარებთ პიროვნულ შეხებას, პოლიტიკური რამდენიც გინდათ. არ გვჭირდება მამების, ძმების, ქმრების დაცვა ქალებს, თვითონ დავიცავთ თავს აი ასე!
ინცინდენტს შეესწრნენ ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც და საერთოდ მანდ კამერები დგას და შეუძლიათ ამოიღონ და თვითონ ნახონ რა მოხდა რეალურად.
ქოცები და ევროქოცები რომ რამ გაგყოთ ამ ამბავზეც გეტყობათ“-წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.