„კალაძის გვერდით დგას სერიოზული მაფია, რომელიც არ დაუშვებს სასიკეთო ცვლილებებს ქალაქში…“

მერაბ მეტრეველთან გადაცემაში სტუმრობისას ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ ის მერი გახდება, აუცილებლად მოაგვარებს სითი პარკის პრობლემას.

ის სხვა თემებსაც შეეხო და ბოლოს მერობის კანდიდატების კონკურენციაზეც გაამახვილა ყურადღება.

-5 წელია ოცნებას მთელი საქართველო ლანგარით მივართვით. კალაძე, ნარმანია-ყველა ერთია და ყველა შესცქერის ბიძინა ივანიშვილს თვალებში, მარტავს ყველაფერს სუსი და მართავს ოცნების „ფეოდალები“, აი, ისინი რომელი პარლამენტიც იყო, ყველას მანდატი რომ აქვს.

კალაძე იქნება სერიოზული კონკურენტი, რადგან მის გვერდით დგას სერიოზული მაფია, რომელიც არ დაუშვებს სასიკეთო ცვლილებებს ქალაქში.

არსენა ოძელაშვილს ელოდებით „ოცნებიდან“?-განაცხადა ელისაშვილმა.