“აუცილებლია, საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი მოსავლის აღების შესაძლებლობა მიეცეთ!”

 შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან  ციხელაშვილის  თქმით,  აუცილებლია, საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი მოსავლის აღების შესაძლებლობა მიეცეთ.

მინისტრი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა, რომელსაც კონკრეტული ჯგუფები ახორციელებენ.

„ეს არის არა მცოცავი, არამედ ძალიან ღია და ძალიან დინამიური ოკუპაციის პროცესი, რომელიც 2008 წლიდან მიმდინარეობს და, სამწუხაროდ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, პერიოდულად ვაწყდებით ასეთ ინციდენტებს, როდესაც ხდება სხვადასხვა ბარიკადების აღმართვა.

“2013 წელს ჩვენ შევძელით, სწორედ საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებით, ჩვენი ძალიან დიდი ძალისხმევით ამ აქტიური პროცესის შეჩერება, მაგრამ ნებისმიერ მონაკვეთში სადაც არ უნდა იყოს ეს, კავკასიონს ქედს მიღმა, სადაც გადის საქართველოს და რუსეთის საზღვარი, საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფორმის დაბრკოლების აღმართვა არის ჩვენთვის მიუღებელი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.