ცხვედიანის შიშების გამო ქუთაისლები ტრანსპორტში კონდენციონერების გარეშე რჩებიან

დავით ცხვარაძე

ქუთაისლებისთვის კონდენცირების პრობლემა ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება, ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ცხვედიანი მძღოლებს კონდენციონერების ჩართვას ვერ სთხოვს, რადგან შიშობს, რომ ავტოტრანსპორტი კერძო საკუთრებაა და მათ მეპატრონეებს ვერ დაიმორჩიელბს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ტრანსპორტს ქუთაისში ხელმძღვანელი მხოლოდ სახელად ჰყავს საბუთებში.

“ვიხჩობით სიცხეში, მძღოლები კი კონდინციონერს არ რთავენ. რომ ვუთხარით ჩართეთ, დავიხრჩვით-თქო, წადით და მურღულიას მოსთხოვეთო- გვითხრეს” -აცხადებს ხანდაზმული ქალბატონი ვენერა მაჩიტიძე.

შიდა საქალაქო ტრანსპორტი მუშაობის საზაფხულო რეჟიმზე გადადის,როგორც მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში განმარტავენ, მიკროავტობუსები სამუშაო საათებში ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ, საღამოს კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა 30 წუთით გაზრდილი ინტერვალით ღამის 11 საათამდე იქნება შესაძლებელი.

შიდა საქალაქო ტრანსპორტის ინტერვალის გაზრდის მიზეზად კი მგზავრების სიმცირე სახელდება, რაც საზაფხულო სეზონის დადგომას უკავშირდება.