ზაფხული, მწერები და გართულებები-რჩევები ექიმ-დერმატოლოგისგან

დავით დოლიძე

რომელი მწერის ნაკბენს როგორ ავარიდოთ თავი და როგორ ავიცილოთ გართულებები – რჩევები ექიმ-დერმატოლოგისგან

მწერის ნაკბენი ტკივილთან ერთად, ალერგიულ რეაქციებსა და ძლიერ ქავილსაც იწვევს. არც ნაკბენის მეორეული ინფექციით გამოწვეული გართულებაა გამორიცხული. ზაფხულის სეზონთან ერთად ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული თუ რომელი მწერის ნაკბენია საშიში და როგორ უნდა დავიცვათ თავი გართულებებისგან.

ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენს შეკითხვებს ექიმი- დერმატოლოგი ვლადიმერ ბერაია პასუხობს.

-რას გვეტყვით მწერის ნაკბენზე. რამდენად საშიში შეიძლება იყოს ის?

მწერებში შეიძლება გამოიყოს რამოდენიმე სახესხვაობა:

შხამიანი მწერები:

ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან:
ბზიკი, ფუტკარი, ჭიანჭველა, ობობა და სხვა.

სისხლისმწოველი მწერები: კოღო, ზოგიერთი სახეობის ბუზი და სხვა.

არამფრინავი მწერები: რწყილი, ტკიპა, ტილი და სხვა.

მართალია, შემთხვევათა უმეტესობაში მწერის ნაკბენს მხოლოდ უმნიშვნელო სიწითლე, ტკივილი და ქავილი მოყვება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა რეაქცია გაცილებით სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

-განსხვავდება თუ არა ერთმანეთისაგან მწერების ნაკბენები?

დიახ, განსხვავდება. შემიძლია ჩამოვთვალო რამდენიმე მაგალითი:

კოღოს ნაკბენი – მის ადგილზე ვითარდება ქავილი, სიწითლე. გარდა ალერგიული რეაქციისა სხვადასხვა სახეობის კოღოები შესაძლოა ისეთი დაავადებების გადამტანები გახდეს როგორიცაა: მალარია, ლეიშმანიოზი, ყვითელი ცხელება და ა შ. მაგალითად, კოღო ანოფელესი მალარიის გამომწვევი პარაზიტების პლაზმოფიუმების გადამტანია, მალარია გავრცელებულია აფრიკის აზიის და ამერიკის ზოგირთი რაიონის ჭაობიან ადგილებში. არსებობს ყვითელი ცხელება, რომელიც გადაეცემა ინფიცირებული კოღოს საშუალებით (უმეტესად Aedes სახეობის კოღოს მიერ). იგი გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში.

ტკიპას ნაკბენი-საშიშია ხშირ შემთხვევაში გადააქვთ ლაიმას დაავადება, ტკიპისმიერი ენცეფალიტი. ლაიმას დაავადების კერა აღმოსავლეთ საქართველოშია. ლაიმას დაავადება ხასიათდება კანის, გულის, ნერვული სისტემის და სახსრების დაზიანებით.

რაც შეეხება ბაღლინჯოს ნაკბენს, მის ადგილას ვითარდება წითელი ფერის კვანძები, ქავილების შედეგად შეიძლება დაერთოს მეორადი ინფექცია. საწოლის ბაღლინჯოს ნაჯბენს ხშირად ამსგავსებენ სხვა მწერის ნაკბენებს. მისი პირველი სიმპტომებია მრავლობით წვრილი, ბრტყელი და შეშუპებული ნაკბენი კანზე.

ფუტკრის ნაკბენით ხშირად მოგვმართავდნ პაციენტები. იგი საკმაოდ ხშირია და იწვევს ძლიერ ტკივილს, შესიებას ნაკბენი ადგილის გარშემო და ასევე მძიმე ალერგიულ რეაქციას ( ანაფილაქსიას), რომელიც სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა და სასწრაფოდ საჭიროებს მკურნალობას.

მუნის ტკიპას ნაკბენი– იწვევს დაავადება- მუნს, მისი სიმპტომია ძლიერი ქავილი, რომელიც ძლიერდება ღამის საატებში. დაავადებისათვის დამახასიათებელია კვანძოვან- ბუშტუკოვანი გამონაყარი. ამავე დროს, აღინიშნება კანზე ნაკაწრები, რომელიც ძლიერი ქავილის შედეგია.

ჭიანჭველის ნაკბენი არის ძლიერ მტკივნეული, ხშირ შემთხვევაში გართულებები არ ახლავს.

-როგორ უნდა ვიმოქმდეოთ მწერის ნაკბენის აღმოჩენისას? როგორ უნდა გავუწიოთ პირველადი დახმარება?

მწერის ნაკბენის დროს საჭიროა ვიზრუნოთ ტკივილის და შეშუპების შემცირებაზე. ამ დროს შეიძლება ნაკბენზე დავადოთ ცივი საფენები, მიზანშეწონილია ანტიჰისტამინური მედიკამენტების მიღება, ქავილის საწინააღმდეგო მალამოების გამოყენება, ხოლო მძიმე შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.