“ვისურვებდი საქართველოში სიძულვილის რიტორიკის დასრულებას…”

ოთარ ფანცულაია

 “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი

-ვისურვებდი საქართველოში სიძულვილის რიტორიკის დასრულებას, სიძულვილი მხოლოდ ქაოსს და ახალ სიძულვილს წარმოშობს. მიუხედავად პოლიტიკური მიმდინარეობის თუ მსოფლმხედველობისა, საქართველოს ყველა მოქალაქე (პოლიტიკოსი) ვალდებულია თანხმდებოდეს ერთ საკითხში – ჩვენ ყველამ, ჩვენს მიმართულებებში, ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისთვის უნდა ვიღვაწოთ.