18 ივლისს გადაწყდება გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფი ბუნებრივ აირზე

18 ივლისს, ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ თბილისსა და რეგიონებისთვის ახალი სამომხმარებლო ტარიფი უნდა დაადგინოს. სემეკს ამ მოთხოვნით სამმა მთავარმა მიმწოდებელმაკომპანიამ მიმართა თუმცა, უცნობია რამდენით ითხოვენ თავად „ყაზტრასნგაზი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“ და „საქორგაზი“ გადასახადის გაზრდას.

სამომხმარებლო ტარიფზე სემეკის დღეს მიღებული გადაწყვეტილებაც იმოქმედებს. კომისიამ გაზის ტრანსპორტირების საფასური ნახევარი თეთრით გაზარდა.