მარჯანიშვილზე მორიგი აქცია დაანონსდა

“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია,  გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგნლის თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს „უკიდურესად საგანგაშო მოვლენად“ აფასებს და ამბობს, რომ მსგავს განცხადებებს აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს.

ელენე ხოშტარია, მოსახლეობას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს და აქციას აანონსებს.

„ჩვენ გვაქვს და ვაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან და კვირას, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედანზე ვაანონსებთ აქციას, რომელშიც ჩვენ მთელი საზოგადოება დავდგებით და მტკიცედ ვიტყვით, რომ არ მივიღებთ ძალადობას, როგორც ქართველობის ვერსიას,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.