ბექა პეტრიაშვილის განცხადებით, ის პროკურატურამ დაზარალებულად სცნო

“დემოკრატიული მოძრაობის” წევრის, ბექა პეტრიაშვილის განცხადებით, ის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. პეტრიაშვილის თქმით, 2011 წელს პოლიტიკური ნიშნით ხულიგნობის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით უკანონოდ დააკავეს და 6 წელი მიუსაჯეს. 2012 წელს კი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. პეტრიაშვილის თქმით, პროკურატურის ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მტკიცებულებები გაყალბებული იყო. მისივე განცხადებით, პროკურატურა გეგმავს სასამართლოს მიმართოს, რათა მისი განაჩენი გადაისინჯოს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, 2012 წელს გათავისუფლებული 192 პოლიტპატიმრიდან 43 მათი პარტიიდან იყო. თუმცა, მათ საქმეებში მონაწილე პოლიციელები დღემდე დაუსჯელები არიან და თანამდებობებს იკავებენ.