„არჩევნის წინაშე დამაყენა“-კუბლაშვილის და ფეიქრიშვილის გზები გაიყო

ლუკა ფეიქრიშვილი

რამდენიმე კითხვა დამისვევს საჯაროდ, ჩემი და გივი კუბლაშვილის ურთიერთობის შესახებ,კონკრეტულად რატომ აღარ ვარ მისი არსამთავრობო ორგანიზაციის გვერდით და რატომ აირია ჩვენი ურთიერთობები,ხოდა საჯაროდვე გავცემ პასუხს კითხვებს.

ორი სიტყვით ვიტყოდი იმას,რომ გივის უბრალოდ არ მოწონდა ჩემი პოლიტიკური შინაარსის სტატუსები და არჩევნის წინაშე დამაყენა,ან ჩვენ ან ნუღარ დაპოსტავ პოლიტიკური შინაარსის სტატუსებსო,
რაზეც ცხადია უარი მიიღო და დავემშვიდობე, თუმცა მისი მტერი ნამდვილად არ ვარ,
ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და როგორც პიროვნება გულიანი ტიპია,უბრალოდ ის იმართება,
ის არ მოქმედებს თავის აზრით,თავის იდეოლოგია აქვს,მაგრამ ვერ იყენებს,ის უბრალოდ ასრულებს დავალებას,ასეთია ჩემი აზრი…

მისი ორგანიზაციის წევრებსაც ვიცნობ, უმეტესობას პატივსაც ვცემ შეძლებისდაგვარად და პირადად გივი კუბლაშვილს იმხელა პატივს ვცემდი თავის დროზე, თავის დამცირება მომიწია კიდეც გიორგი გაბედავასთან მის გამო,რომ მისთვის,მისსივე ორგანიზაციაში ნავთი არ დაესხათ თავზე…

წარმატებებს ვუსურვებ გივისაც და მის ორგანიზაციასაც.