ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან 2 ადამიანი გაიტაცეს

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან 2 ადამიანი გაიტაცეს. სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ზაზა ბერიანიძე და სოფელ ზერტის მკვიდრი ლევან ტურაშვილი ბერშუეთთან სამების ეკლესის სიახლოვეს დააკავეს.

ორივე მათგანი ცხინვალში უკვე გადაიყვანეს. მათ ბრალად ე.წ საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

უკვე ამოქმედნენ საერთაშორისო ორგანოები.