ბიძინა ივანიშვილი ქეთი მელუას კონცერტს ესწრება

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში “BLACK SEA ARENA”-ზე ქეთი მელუას კონცერტს ესწრება. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ივანიშვილი კამერების წინ პირველად გამოჩნდა. საქართველოს ყოფილი პრემიერი კონცერტზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.

ამის შესახებ შეკვეთილიდან  „კურიერის“ კორესპონდენტი იუწყება. ჟურნალისტებს ამ დრომდე ყოფილი პრემიერისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მისცემიათ.