შემოდგომაზე დედაქალაქი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

2017 წლის შემოდგომაზე დედაქალაქი რიგით მე-9 თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

ფესტივალი 18 სექტემბერიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 18 სექტემბრიდან თბილისში გერმანიის, ირლანდის, იტალიის, რუსეთის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის მსოფლიო შედევრები და ახალი აღმოჩენები იქნება წარმოდგენილი.

მაყურებელს შეუძლია ასევე იხილოს სახელგანთქმული კშიშტოფ ვარლიკოვსკის შედევრი „ფრანგები“ და დედ ცენტრის „ჩეხოვის ბოლო პიესა“, ლევან წულაძის და დავით დოიაშვილის იტალიასა და რუმინეთში დადგმული სპექტაკლები; ბერლინის ოქროს ეპოქის მუსიკის პერფორმანსი და წარსულისაკენ გასროლილი კითხვები- მომავლის განსზაღვრისათვის – შტოლპეშტაინე.

ასევე, ტრადიციულად, წელს ღია ცის ქვეშ მაყურებელი როკ-ბენდის და საჰაერო შოუს სინთეზს „მუარე“ -ს იხილავს (კომპანია „დუშამ პილოტი“ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი) ამწეზე დაკიდებული პერფორმერები ჰაერში სკულპტურულ კომპოზიციებს, სხვადასხვა ფიგურებს გამოსახავენ, ამ ყველაფერს კი ფონად „დიუშამ პილოტის“ ორიგინალური მუსიკა ახლავს.