მთავარისპორტი

ოზურგეთის “მერცხალი” რუსეთის შშმპ ნაკრებთან დამარცხდა

საქართველოს რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე ოზურგეთის საფეხბურთო კლუბი “მერცხალი” რუსეთის პარაოლიმპიურ ნაკრებს, რომელიც თავისთავად შშმპ პირებითაა დაკომპლექტებული, ბათუმში შეხვდა, სადაც რუსები, შშმპ ნაკრებებს შორის, მსოფლიო ჩემპინატისთვის ემზადებიან.

მატჩი  რუსეთის გამარჯვებით 5-0 დასრულდა.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას რუსები ფლობდნენ, რაც, საბოლოო ანგარიშშიც აისახა.

რუსეთის შშმპ ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც წარმოშობით ქართველია, სოკი-ის გადაწყვეტილებით, დოპინგური სკლანდალის გამო ოლიმპიური ასპარეზობებიდან დისკვალიფიცირებულია, რაც სხვა საერთაშორისო ტურნირებზეც ვრცელდება.

თუმცა, რუსები იმედოვნებენ, რომ დისკვალიფიკაცია ნაკრებს მოეხსნება და მათ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მიეცემათ.