NDI დღეს კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს

NDI დღეს კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს. წარმოდგენილი იქნება დემოკრატიის განვითარებასთან, საარჩევნო პროცესებთან, თბილისის მერობის კანდიდატებთან, პარტიების მხარდაჭერასთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები.

საველე სამუშაოები 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევას დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ი აფინანსებს. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს