“თუ გაწუხებს ერის ტკივილი, ძნელია ჩუმად იყო!..”

 

სააგენტოზე გამოქვეყნებულ მასალას “მსოფლიო ქალთა ტელე–კონგრესი საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოდის” საკმაოდ დიდი დაინტერესება მოჰყვა. ვინ არიან კონგრესელები, ვინ ხელმძღვანელობს ტელე-კონგრესს და რა აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის? ამ კითხვებით ჩვენ ორგანიზაციის ხელმძღვანელს დაჯი კიკილაშვილს დავუკავშირდით.

დაჯი კიკილაშვილი

მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესის ხელმძღვანელი

-თუ გაწუხებს ერის ტკივილი, ძნელია ჩუმად იყო და არ გაითავისო ის დემოგრაფიული საკითხები , რაც გეგმიურად მცირე ერების გაქრობა-განადგურებას უკავშირდება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სწორედ ქართველები ერთ-ერთაგანი ვართ იმ მცირე ერებიდან, რომელიც გადასარჩენად შველას ითხოვს.

საქართველო ქართველების გარეშე რჩება! ამდენი ქართველის ქვეყნიდან გასვლა, ქართულ გვარებს ამოფარებულ არაქართველებთან სისხლის აღრევა, სიდუხჭირეში მიზეზად შობადობის შემცირება და სიკვდილიანობის ზრდა.

საკითხავია, ამ პროგრამის გატარებას მცირე ერების გაწყვეტისა და მსოფლიოში ერთმართველობისთვის ხომ არ არის მზადება?

ხელისუფლება თუ ერის ტკივილს ითავისებს, უნდა გაითვალისწინოს დემოგრაფიული საკითხები და მათ (ჩვენს) საშველად კონსტიტუციაში სავალდებულო წესით შეიტანოს ცვლილებები, რაც ერის გამრავლებასთან დაკავშირებას ასახავს.

მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესის ხელმძღვანელობას შემუშავებული გვაქვს პროგრამა, რის განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების მიერ.

მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესი დაიბადა საქრთველოში. ჰყავს გერმანიაში, რუსეთში, ამერიკაში, ბაქოში, ისრაელში და ა.შ მოკავშირე ორგანიზაციები, ჩვენ ვიცავთ ჩვენ ენას, სარწმუნოებას, მამულს, მოდგმასა და ისტორიას. უთანაგრძნობთ და გვითანაგრძნობენ ტრადიციებისა, ადათ-წესებისა და ა.შ ხელშეუხებლობაში , ჩვენ ყველა ერთად დავიცავთ ჩვენს და მათ ისტორიას.