“ყველას გამოეპარა ფაქტი…ამ საშინელ ღალატზე განგაშია ასატეხი…”

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-კახეთ-ავარეთის გზის მშენებლობაზე განგაშის ზარი შემოვკარით. თუმცა, ეს გზა რუსეთის ტერიტორიაზე აშენდა და ჩვენ ყოველგვარი ზემოქმედების ინსტრუმენტებს მოკლებულები ვიყავით. შეგვეძლო მხოლოდ საფრთხეებზე ხმამაღლა გვესაუბრა. ვიცით, რომ რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სომხეთზე შეუფერხებელი გასასვლელი მოიპოვოს.

ამ კონტექსტში ყველას გამოეპარა ის ფაქტი, რომ საქართველოს კოლაბორაციონისტმა ხელისუფლებამ რუსეთის დაფინანსებით, რუსეთისთვის და მისი სამხედრო ტექნიკისთვის კაზრეთიდან გუგუთამდე(სომხეთის საზღვრამდე) ბეტონის საფარიანი ავტობანი ააშენა. ეს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე და შეუმჩნევლად გაუმზადა დერეფანი რუსულ სამხედრო ტექნიკას.

ამ საშინელ ღალატზე განგაშია ასატეხი. გამოითხოვეთ ამ გზის მშენებლობის დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია და ყველა მიხვდება თუ რა მასშტაბის ღალატთან გვაქვს საქმე.