ბოლნისში სკაუტური ბანაკი გაიხსნა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზებით სოფელ ფოლადაურში „საერთაშორისო საზაფხულო სკაუტური ბანაკი” გაიხსნა.

ბანაკი წელს 550-მდე მონაწილეს მასპინძლობს.14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ბანაკში ერთ კვირას გაატარებენ. სხვადასხვა სპორტული აქტივობებისა და ლაშქრობების გარდა ბანაკი ტრეინინგების შემდეგ კურსებს ითვალისწინებს: ლიდერობა და პიროვნული განვითარება, სამოქალაქო განათლება, გარემოს დაცვა,ბუნებაში ორიენტირება.

პროგრამის მიზანია ლიდერული უნარ-ჩვევებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება. საქართველოს გახსნის საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ირინა ფრუიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.