მწარე სიმართლეც და მომავლის იმედიც-რომან რურუას წიგნი ბათუმში

ქართული ერთობის დარბაზმა რომან რურუას წიგნის „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“ რაიონებში წარდგენა დაასრულა. ახლა დარბაზი კონგრესისთვის ემზადება, რომელიც 4 აგვისტოს თბილისში გაიმართება.

წიგნის წარდგენა ბათუმში დასრულდა.

ჩვენ ქართული ერთობის დარბაზის წარმომადგენელს, თემურ შაშიაშვილს დავუკავშირდით.

-როგორ ჩაიარა შეხვედრამ ბათუმში?

-ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, აკადემიურად მოხდა “იმედის წიგნის”- “მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში “,წარდგენა-განხილვა. ორგანიზაცია გაუკეთა “მამულიშვილთა კავშირმა”.

მისმა ხელმძღვანელმა,მწერალმა და ფილოსოფოსმა , ნიაზ ბოლქვაძემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აჭარის განყოფილების ხელმძღვანელმა პროფესორმა ვანო პაპუნიძემ,პოეტმა რამაზ სურმანიძემ,ქალთა ლაშქარის ხელმძღვანელმა ქალბატონმა გულიკო გაბაიძემ,პროფესორმა ნოდარ ჩხეიძემ,ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბლაგიძემ,”იმედის სოფლის” დამფუძნებელმა და მშენებლობის ორგანიზატორმა ნანა სარიშვილმა,მეცნიერების დოქტორმა,საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა პაატა გიორგაძემ – განსაკუთრებული შეფასება მისცეს წიგნში გამოქვეყნებულ ბატონ რომან რურუას წერილებსა და ინტერვიუებს…

“ალალი კაცის მწარე სიმართლე ,რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს,განსაკუთრებით ხელისუფლებამ და თავის წილი პასუხისმგებლობა აიღოს შექმნილ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე,თუ ვფიქრობთ მომავლის საქართველოზე”-ასეთი დასკვნა გააკეთა ბათუმის შეხვედრამ.

-თუ არ ვცდები შეხვედრაზე ახალი წინადადებაც დაიბადა.

-დიახ, ცნობილმა პოეტმა რამაზ სურმანიძემ საზოგადოებას შესთავაზა,რომ ეს წიგნი უბრალოდ კი არ გაეგზავნოს ხელისუფლებას,არამედ წარედგინოს,როგორც პეტიცია,როგორც დღევანდელი და დღემდე არსებულ ხელისუფალთა მოღვაწეობის შეფასება -ბრალდება..

-წიგნის წარდგენას არაქართულენოვანი მოსახლეობაც ესწრებოდა.

-ამაღელვებელი იყო ბაშკირეთში მცხოვრებ ქართველთა დიასპორის ხელმძღვანელის გურამ თევდორაძის გამოსვლა .

“მთელი ბაშკირეთის ზეიმად ვაქციეთ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე და სამწუხაროა,რომ მისი აღნიშვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ მოხდაო”-თქვა სტუმარმა..

ამ განცხადებას დარბაზი მადლიერებით შეხვდა..ისიც ითქვა,მსოფლიო მასშტაბით კი არა,საქართველოში ვერ მივაგეთ პატივიო.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი,რომ დავიწყოთ მოძრაობა ამ წიგნის იმ რაოდენობით გამოცემისათვის,რომ გადაეცეს ყველა ოჯახს,როგორც ერთდროულად დღევანდელობის მწარე შეფასებაც და მომავლის იმედის წიგნიც.

-პირადად თქვენ რა დაინახეთ ამ შეხვედრების დროს?

“გვყავს კაცი – რომან რურუა ,ლეგენდარული სპორტსმენი,ხელებდაკაპიწებული მეურნე, მოაზროვნე ,როგორც წიგნში გამონცემლები ზუსტად წერენ,მოაზროვნე ოფლით…ასეთი რომ არ გვყავდეს უნდა გამოვიგონოთ და შევქმნათ…რა არის საჭირო?-ასეთი ადამიანების დაფასება,ძლიერის დაფასების პოლიტიკა ქვეყანაში…თუ ვერ ვეხმარებით,ხელს ნუ შეუშლით საქმიან ადამიანებს-ასეთი დიდი მიმართვა გააკეთეს საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი ბათუმის შეკრების მონაწილეებმა. აი, ამ ყველაფრის ნაკლებობა დავინახე.

-და მაინც, სულ ორი სიტყვით-რა არის „იმედის წიგნი“?

-მწარე სიმართლეც და მომავლის იმედიც.

-ბატონო თემურ, მოდით კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას 4 აგვისტოს სესიაზე, სად გაიმართება, რომელ საათზე დაიწყება და იქაც თუ მოხდება წიგნის წარდგენა.

-4 აგვისტოს,ამ წიგნში წამოჭრილი პრობლემები განხილვის საგნად იქცევა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის კონგრესის სესიაზე,რომელიც 17.00 საათზე დაიწყება ქორთიართ მარიოტში. გარდა ამისა, როგორც უკვე იცით, წიგნის ელექტრონული ვერსია უკვე დევს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე.

წიგნის ნახვა უკვე შეიძლება თბილისის,ქუთაისის,ბათუმის,ზუგდიდის, გორის ,ფოთის,სამტრედიის, სენაკის,ქობულეთის,ზესტაფონის,წალენჯიხის,ჩხოროწყუს სათაო ბიბლიოთეკებში…

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ბათუმამდე წიგნის წარდგენა იყო ზუგდიდში, სადაც შეხვედრამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

იხ. ლინკი

https://www.gmtv.ge/%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%96%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%90/

შეჯამებისთვის კი, თუ ჯერ კიდევ არ იცით დიდი სორტსმენის მეორე მხარე, არ გინახავთ  „მოაზროვნის ოფლით“ შექმნილი სამყარო,იხ. ლინკი

https://www.gmtv.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%af%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%95%e1%83%97-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93/

4 აგვისტოს კი სააგენტო კონგრესის სესიიდან სრულ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.