iPhone 8-ს შესაძლებლობებზე ინფორმაცია დადასტურდა

ჭკვიანი მიკროპროგრამა HomePod-ის კოდში, iPhone 8-ის შეასახებ ჭორის დამადასტურებელი ფაქტი იპოვეს. სიახლე შეეხება დაცვის ახალ მეთოდსა და სმარტფონის სურათების შემცველობას. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

მექანიკოსების თქმით, ეკრანის წინა კამერას ინფრაწითელი განათებით შეეძლება სახეების ამოცნობა. გარდა ამისა, კოდში ახალი iPhone 8-ის სქემატური სურათიც იპოვეს. ის აბსოლუტურად ადასტურებს მანამდე გავრცელებული მოდელების ვერსიას. როგორც ჩანს, სმარტფონს ერთ მხარეს მთლიანად ეკრანი იქნება.

ლაზერული სენსორის შესახებ ინფორმაცია, ივლისის დასაწყისში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, Apple აპირებს გამოიყენოს ლაზერული სენსორი VCSEL. მისი დახმარებით სმარტფონს სცენის სიღრმის განსაზღვრა შეეძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კადრში სხვადასხვა ობიექტებს შორის მანძილს განსაზღვრავს. ამას გარდა, ლაზერული სენსორი, ჩვეულებრივი გადაღებისას, გაზრდის ავტოფოკუსის ხარისხსა და სისწრაფეს.

25 აპრილს ინტერნეტში iPhone 8-ს ფოტოები გავრცელდა. აშშ-ის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ბიურომ აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც Apple-ის “თხევადი ლითონის” (Liquidmetal) გამოყენების გეგმებია აღწერილი.

ახალი iPhone 8-ის პრეზენტაცია 2017 წლის შემოდგომას არის დაგეგმილი.