“შაჰ-აბასს არ მოუტანია საქართველოსთვის იმდენი ზიანი,რაც ნარკოტიკებმა გვიქნა!”

სოსო მანჯავიძე

შეძრწუნებული ვარ ანაკლიაში მომხდარი ტრაგედიით.

როგორ გაიაფდა სიცოცხლე ამ ქვეყანაში.
ერთი ასეთი უბედურება საკმარისი უნდა იყოს,რომ საზოგადოება ფეხზე დადგეს და ყველაფერი გააკეთოს,რათა მსგავსი არ განმეორდეს, ამის მაგივრად, რაღაც ფატალიზმით შეპყრობილნი ვუყურებთ,როგორ იხოცებიან ბავშვები..

საოცარია,რომ მიუხედავად უამრავი მაგალითისა,რომელიც წინ უდევთ,ახალგაზრდები ასე ჰაიჰარად იკლავენ თავს საძაგელი სინთეტიური ნარკოტიკებით.

საქმე რთულადაა,აქ მარტო სამართალდამცავი ორგანოები ვერაფერს გახდებიან,საჭიროა საგანმანათლებლო მუშაობა სკოლებში,უმაღლესებში,საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია და ვალდებულიცაა იმუშაოს ამ მიმართულებით.

მაგრამ შედეგი არ დადგება,თუ საზოგადოებამ არ გამოიმუშავა მიუღებლობა ნარკოტიკების რეალიზატორთა და მომხმარებელთა მიმართ.

შაჰ-აბასს არ მოუტანია საქართველოსთვის იმდენი ზიანი,რაც ნარკოტიკებმა გვიქნა.
რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარების ადამიანის თვისუფალი ნების გამოხატულებად გამომცხადებელ პერსონაჟებს.

ესენი პირდაპირ ჯოჯოხეთის მოციქულები არიან.

ამიტომ ღირსი არიან აქ მოვუწყოთ ჯოჯოხეთი,იქნებ მიხვდნენ,საითკენ უბიძგებენ ადამიანებს