Gem Fest-იდან ჰოსპიტალში კიდევ 7 ახალგაზრდა გადაიყვანეს!

მას მერე, რაც გუშინ 22 წლის გოგო გარდაიცვალა და საკმაოდ მძიმე იყო 29 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, Gem Fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კიდევ 7 ახალგაზრდა გადაიყვანეს. 6 ბიჭი ქართველია, გოგო – უკრაინელი. მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა, 2 გაწერეს.

გამოჯანმრთელებულ ახალგაზრდებს ზუგდიდის სამმართველოში კითხავენ.

ჰოსპიტალის ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.