მთაწმინდაზე 5 სახანძრო მანქანა და 30-მდე მეხანძრე რჩება

მთაწმინდაზე 5 სახანძრო მანქანა და 30-მდე მეხანძრე რჩება. პრევენციული სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილის თქმით, ხანძრის კერები ლიკვიდირებულია და ცეცხლის გაჩენის საშიშროება აღარ არსებობს.

დამწვარია 2 ჰექტარი ტერიტორია. ხანძარი ვერის სასაფლაოდან გავრცელდა. გამომწვევი მიზეზი უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.