„ერთი ურჩხულის ოთხი თავი! კოჰაბიტაცია ამ მთავრობის ჰარაკირი იქნება!“

ზაზა მჟავია

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“

-მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება, ევროპული საქართველო…ერთი ურჩხულის ოთხი თავია!

ხელისუფლებამ პირადი ვენდეტის საფუძველზე დაშალა და დაანგრია ნაცხროვა , მაგრამ მის ნანგრევებზე ააშენა საკუთარი ოპოზიცია – „ევროპული საქართველო“, რომელიც ისევ იმ ნაციონალებით დაკომპლექტდა, რომლებიც სააკაშვილის მონები და ჰარამხანის ხასები იყვნენ,  რომლებმაც  სააკაშვილს უღალატეს, ახლა წარმოიდგინეთ რა იდეოლოგიის და მორალის ადამიანის ფორმის არსებები არიან ეს სულით გამყიდველები, მაგრამ მაინც განაგრძობენ მარგინალიზაციას, ახლა ჩვენი მოძრაობის ნომერი მოუნდათ და ხელისუფლებამაც ლანგრით მიართვა!

კოჰაბიტაცია ამ მთავრობის ჰარაკირი იქნება! სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის!“

შეგახსენებთ, რომ „ევროპულმა საქართველომ“ მომხრეებს საარჩევნო ნომერი 2 ამცნო, 2 ნომრით კი წინა არჩევნებში „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“ იღებდა მონაწილეობას.